ახმედ გოგოლაძე
* * *
არც კი მჯერა...
ახლოს არის გაზაფხული,
ელვარება სისხლისფერი ტიტების,
უკვე ვიგრძენ უხილავი საცეცები,
ნაზამთრალი გაყინული თითების.
სურნელება შინდისა და ტყემლის ხეზე,
დაბერილი გადამსკდარი კვირტების,
მოლოდინში გაილია ისე სული...
მალე მოდი...გელოდები...მჭირდები.
22.02.2014.
* * *
ეს დღეც გავიდა...
და დასრულდა როგორც სიზმარი,
გაღვიძებისას უეცრად რომ გადაგავიწყდა
და უკეთესის მოლოდინმა, ზანტი ღიმილით,
იმედიანად მომავალში გადააბიჯა.
ან რას ველოდი, გასაოცარს, გასაგიჟებელს,
ან თუ ველოდი, მერე რა ,რომ ისევ ველოდო,
მე კი ვიცი, რომ არასოდეს არ დაბრუნდები
და მაინც მინდა...
უცნაურია, მაგრამ გელოდო.
04. 09. 2013.
* * *
წვიმავ თუ წვიმ, მერცხალობდე,
წკაპაწკუპით მეღვარეო,
გაზაფხულის სურნელება,
ნაწვიმარზე შემყარეო,
მერე ცაზე ცისარტყელად,
სიხარულად მეკმარეო,
მზე ღრუბლებთან ჩახუტულა,
ნაირფერად ელვარეო,
სიყვარულო სად გაფრინდი,
ნეტავ სად დამემალეო,
ღრუბლებიდან იჭყიტები,
ახლოს არ გამეკარეო.
27.04.2013.
ჩემი იმერეთი
თიხამიწას და აყალოს,
ერთმანეთში ათქვეფილს,
თვალზე რული მოსდებია
გზებს ლოდინით დატკეპნილს,
მოწყენილი მოხუცივით
იმზირება ბოგირი
და წისქვილში წყალი ისევ
მოსჩქეფს სლოკინ-სლოკინით.
აქ ალუჩებს როცა კანი
ღიმილით გაეპობა,
წყაროს წყალი და ჰაერი
სიყვარულად გეყოფა,
შენი მთები შიგადაშიგ,
როცა ყვითლად იელვებს,
მათრობელა სიყვარული
მოედებათ იელებს.
თვალი მოვკარ კბოდეებზე
გაღიმებულ გვირილას,
ნაპირ-ნაპირ მიუყვება
მოტრაბახე ყვირილას.
ყველაფერი ნამდვილია,
ბეჩა...იმე...რავარი...
ჭეშმარიტი სიყვარული,
ყველაფერზე მთავარი.
06.04.2014.
ჩემო საქართველო
უკიდეგანო ვრცელ სამყაროში
სულ პატარა ხარ, ერთი ნამცეცი,
მაგრამ შენსავით დასაფიცარი
არ გამაჩნია მიწა და ზეცა.
ნუ გააცივებ კერას
მაშინ ვარგიხარ კაცად,
თუ არ გაექეც სოფელს,
ბუხარში ადის კვამლი,
ეზოს არტყია ღობე.
დატოვებ, თან გაგყვება
ფუძს ცოდვა და ბრალი,
ნუ გააცივებ კერას,
ტკბილია მისი კვამლი.
გახსოვს?
ჩამოვსხდებოდით სამწყემსურში
ჯირკვზე გვერდიგვერდ,
ყველი და მჭადი გაგვიყვია,
ბევრჯერ ყოფილა...
რად იყო ასე გემრიელი,
დღესაც არ ვიცი,
ერთმანეთი რომ გვიყვარდა თუ...
რომ არ გვყოფნიდა?
მარიკა ორჯონიკიძე

* * *
არც კი მჯერა...
ახლოს არის გაზაფხული,
ელვარება სისხლისფერი ტიტების,
უკვე ვიგრძენ უხილავი საცეცები,
ნაზამთრალი გაყინული თითების.
სურნელება შინდისა და ტყემლის ხეზე,
დაბერილი გადამსკდარი კვირტების,
მოლოდინში გაილია ისე სული...
მალე მოდი...გელოდები...მჭირდები.
22.02.2014.
* * *
ეს დღეც გავიდა...
და დასრულდა როგორც სიზმარი,
გაღვიძებისას უეცრად რომ გადაგავიწყდა
და უკეთესის მოლოდინმა, ზანტი ღიმილით,
იმედიანად მომავალში გადააბიჯა.
ან რას ველოდი, გასაოცარს, გასაგიჟებელს,
ან თუ ველოდი, მერე რა ,რომ ისევ ველოდო,
მე კი ვიცი, რომ არასოდეს არ დაბრუნდები
და მაინც მინდა...
უცნაურია, მაგრამ გელოდო.
04. 09. 2013.
* * *
წვიმავ თუ წვიმ, მერცხალობდე,
წკაპაწკუპით მეღვარეო,
გაზაფხულის სურნელება,
ნაწვიმარზე შემყარეო,
მერე ცაზე ცისარტყელად,
სიხარულად მეკმარეო,
მზე ღრუბლებთან ჩახუტულა,
ნაირფერად ელვარეო,
სიყვარულო სად გაფრინდი,
ნეტავ სად დამემალეო,
ღრუბლებიდან იჭყიტები,
ახლოს არ გამეკარეო.
27.04.2013.
ჩემი იმერეთი
თიხამიწას და აყალოს,
ერთმანეთში ათქვეფილს,
თვალზე რული მოსდებია
გზებს ლოდინით დატკეპნილს,
მოწყენილი მოხუცივით
იმზირება ბოგირი
და წისქვილში წყალი ისევ
მოსჩქეფს სლოკინ-სლოკინით.
აქ ალუჩებს როცა კანი
ღიმილით გაეპობა,
წყაროს წყალი და ჰაერი
სიყვარულად გეყოფა,
შენი მთები შიგადაშიგ,
როცა ყვითლად იელვებს,
მათრობელა სიყვარული
მოედებათ იელებს.
თვალი მოვკარ კბოდეებზე
გაღიმებულ გვირილას,
ნაპირ-ნაპირ მიუყვება
მოტრაბახე ყვირილას.
ყველაფერი ნამდვილია,
ბეჩა...იმე...რავარი...
ჭეშმარიტი სიყვარული,
ყველაფერზე მთავარი.
06.04.2014.
ბერი პეტრე (გრიგოლ კურტანიძე)

სხვისი აზრის შეცვლის ეგოისტური მცდელობა საჭირო არ არის-თუ ადამიანი ცდილობს,რომ გამოსწორდეს,ხალხის აზრიც თავისთავად შეიცვლება.ხოლო თუ მასში ძველმა ცოდვილმა ცხოვრებამ საზოგადოებასა და მის გარემოცვაში რაიმე ცუდი კვალი დატოვა,როდესაც ის სწორ,ქრისტიანულ ცხოვრებას დაიწყებს,ეს კვალი თავისთავად წარიხოცება.სინანულში მყოფი ადამიანი სხვებს არაფერს არ უნდა ეუბნებოდეს.თვით ღმერთი ილაპარაკებს ხალხთან მისი სინანულის სიტყვებით.
-------------
ჭეშმარიტი სინანული საკუთარი ცოდვების შეჰრძნებაა,მათ გამო ტკივილის განცდა,ღვთისაგან შენდობის გამოთხოვა და მხოლოდ ამის შემდეგ-აღსარება.
-------------
წყდიადის ბნელი ძალები უძლურნი არიან.ას თვით ადამიანები-ღმერთთან განშორებით აძლიერებენ მათ,რადგანაც ღმერთთან განშორებულნი საკუთარი ნებით ემორჩილებიან ეშმაკს.
---------------
თუ სწორად მოღვაწეობს ადამიანი,საკუთარ წარმატებას ვერ ამჩნევს.ის მხოლოდ დაცემებს ხედავს და ამიტომ სულ სინანულშია.
---------------
რაც მეტად ცდილობს ადამიანი ვნების აღმოფხვრასა და საკუთარ თავში სათნოების დანერგვას,ამ ვნების ირგვლივ მით მეტი ეშმაკი გროვდება.
------------
სულიერი მოღვაწე ადამიანისათვის სინანული დაუსრულებელი ხელსაქმეა.
---------------
თუკი კაცს სინანული არა აქვს და ცოდვას მოდად მიიჩნევს,მისი მდგომარეობა დემონურია.
--------------
თუ ადამიანი ერთი მდგომარეობიდან მეორეში არც გადასულა,მაგრამ უკვე ცდილობს,რომ თავი სულიერ ადამიანად წარმოადგინოს და ქადაგებას იწყებს,ეს ხიბლია.
--------------
როდესაც ძველი ცხოვრებიდან სხვადასხვა აზრები და მოვლენებები შეგახსენებენ თავს,ისე უნდა განაგდო ისინი,როგორც გმობის ზრახვები.
------------------
ადმიანი თუ თუნდაც ერთ უმნიშვნელო აზრს,თუნდაც უმნიშვნელო ფიქრს დაიტოვებს თავისი ძველი კაცის შესახებ,ღმერთი აღარ შეეწევა მას და არაფერი,რასაც ეს ადამიანი გააკეთებს,წმიდა არ იქნება.

No comments:
Post a Comment