* * * *
ჭიჭიკომ ცხენი იყიდა
ლამაზი და დოლისაო
დაბლა წოლას არ აკადრებს
მაღლა უგებს ლოგინსაო.
ჭიჭიკოს ცხენი მოუკვდა
გადაათრია ბაწრითა
ლევანტიას ეჩხუბება
უნდა აგჩეხო წალდითა
ცხენი გარეთ დამიტოვე
მომკალი მაგის დარდითა
წითელ სიმინდს ვერ ვაკადრებ
უნდა გიყიდო ,,გრანიცა"
,,გრანიცა" მაინც რად გინდა
შენ ვეღარ შეჭამ მაინცა.
______________
,,გრანიცა" - კარგი სიმინდი
* * *
წელს დიდი ზამთარი იყო
გადავთოვლე ხულაო
ჩემ კისერში ამოიღს
კოპიტი და ხულმაო.
ოთარის გლოვა
მესამე უბანს გიყიდე
ზედ შევაჯინე ქალები
მოგიყვანე კვადოურში
ყველამ დახლიჩა თვალები.
რაც მოგიყვანე, კოკინავ,
დაბალახობდი ველებში
ნეტავი გამაგებინა
ვინ გადაგაგდო ღელეში?
რატომ მომიკვდი, კოკინავ,
რატომ დამღუპე ოთარი?
მიწას რომ ვეღრ მოვიტან
რით გავაკეთო ქოთანი?
კოკინ, შენს ნაძოვ არეზე
ამოსულა იფანებიო
ვენახის ბოლოში მოკვდი
ცხონებული იქნებიო.
მთქმელი: თემური იჩქიტიძე
ჩაიწერა: თეონა კურტანიძემ
ჭიჭიკომ ცხენი იყიდა
ლამაზი და დოლისაო
დაბლა წოლას არ აკადრებს
მაღლა უგებს ლოგინსაო.
ჭიჭიკოს ცხენი მოუკვდა
გადაათრია ბაწრითა
ლევანტიას ეჩხუბება
უნდა აგჩეხო წალდითა
ცხენი გარეთ დამიტოვე
მომკალი მაგის დარდითა
წითელ სიმინდს ვერ ვაკადრებ
უნდა გიყიდო ,,გრანიცა"
,,გრანიცა" მაინც რად გინდა
შენ ვეღარ შეჭამ მაინცა.
______________
,,გრანიცა" - კარგი სიმინდი
* * *
წელს დიდი ზამთარი იყო
გადავთოვლე ხულაო
ჩემ კისერში ამოიღს
კოპიტი და ხულმაო.
ოთარის გლოვა
მესამე უბანს გიყიდე
ზედ შევაჯინე ქალები
მოგიყვანე კვადოურში
ყველამ დახლიჩა თვალები.
რაც მოგიყვანე, კოკინავ,
დაბალახობდი ველებში
ნეტავი გამაგებინა
ვინ გადაგაგდო ღელეში?
რატომ მომიკვდი, კოკინავ,
რატომ დამღუპე ოთარი?
მიწას რომ ვეღრ მოვიტან
რით გავაკეთო ქოთანი?
კოკინ, შენს ნაძოვ არეზე
ამოსულა იფანებიო
ვენახის ბოლოში მოკვდი
ცხონებული იქნებიო.
მთქმელი: თემური იჩქიტიძე
ჩაიწერა: თეონა კურტანიძემ
No comments:
Post a Comment