Sunday, February 23, 2014

,,ხარაგაულის მუზეუმში დაცულია ბალთები ღორეშიდან. 1986 წ. ღორეშაში აღმოჩნდა სამარხი, რომელიც როგორც ჩანს, ქვაყუთის ტიპის უნდა ყოფილიყო. სამარხში აღმოჩნდა კერამიკის ნაწარმი, ბალთა, ბრინჯაოს რგოლი და მინის ფერადი მძივები. ბრინჯაოს ბალთები საკმაოდ დიდი ზომისაა. მის ცენტრში გამოსახულია ცხენი და რომელიმე ზოომორფული ცხოველი, მარჯვენა ზედა კლდეში ცხოველს ხარი აქვს გამოხატული, ფეხებთან პატარა ძაღლი. ეს ბალთები გვიანი ბრინჯაოს ეპიქის შედევრებს წარმოადგენს, რაც წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა დონეს მიაღწია ჩვენს კუთხეში კოლხურმა კულტურამ. აქ აღმოჩენილი მასალა საინტერესოა წარმართული რწმენა-წარმოდგენების შესასწავლად."  (გაზეთი ,,ჩემი ხარაგაული" #2 (63)  #3 (64) 2001 წ)

No comments:

Post a Comment