Sunday, February 23, 2014

,,ხარაგაულის მუზეუმში დაცულია ბალთები ღორეშიდან. 1986 წ. ღორეშაში აღმოჩნდა სამარხი, რომელიც როგორც ჩანს, ქვაყუთის ტიპის უნდა ყოფილიყო. სამარხში აღმოჩნდა კერამიკის ნაწარმი, ბალთა, ბრინჯაოს რგოლი და მინის ფერადი მძივები. ბრინჯაოს ბალთები საკმაოდ დიდი ზომისაა. მის ცენტრში გამოსახულია ცხენი და რომელიმე ზოომორფული ცხოველი, მარჯვენა ზედა კლდეში ცხოველს ხარი აქვს გამოხატული, ფეხებთან პატარა ძაღლი. ეს ბალთები გვიანი ბრინჯაოს ეპიქის შედევრებს წარმოადგენს, რაც წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა დონეს მიაღწია ჩვენს კუთხეში კოლხურმა კულტურამ. აქ აღმოჩენილი მასალა საინტერესოა წარმართული რწმენა-წარმოდგენების შესასწავლად."  (გაზეთი ,,ჩემი ხარაგაული" #2 (63)  #3 (64) 2001 წ)
           რელიეფი
ხარაგაულის რ-ნის  ქედის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ღორეშა-ბაზალეთის სტრუქტურული პლატო, სადაც განვითრებულია რელიეფის კასტრული ფორმები - მღვიმეები, ძაბრები და სხვ. მდ.ძირულის ხეობა გაფართოებულია ზოგან და შექმნილია პატარა ქვაბულები: უბისა-ღორეშის.
           ჰავა
რაიონი ზღვის ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში მდებარეობს და ახასიათებს კლიმატის სიმაღლებრივი ზონალურობა: მდ.ძირულისა და ჩხერიმელის ხეობაში, დაახლ. 600 მ სიმაღლემდე, ჰავა საკმაოდ ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული.
ძირულის შენაკადია მარცხნიდან ღორეშისხევი (ქვალაურა)
მდინარე საზრდოობს უმთავრესად თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულში. წყალმოვარდნა - შემოდგომაზე, ზამთარში. მდინარე გამოყენებულია წისქვილების ასამუშავებლად.
   
 
     ცხოველთა სამყარო
მდინარეთ ზემო დინებაში არის კალმახი.
     მრეწველობა
იღებენ თეთრ საშენ ქვას. ელექტროენერგიით ამარაგებს ღორეშის ჰესი.
     კულტურა
ღორეშის ტერიტორიაზეა კოზმანის მღვიმე, ციხეები და საკულტო ნაგებობები.
ქეი  ტ.7